მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
რეალობად ქცეული ბავშვობის ოცნება
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

ინჟინერია

რეალობად ქცეული ბავშვობის ოცნება - დიზაინერ ზვიად ციკოლიას გზა დიდ ავიაციამდე

ზვიად ციკოლია, ვისაც დღეს კარგად იცნობენ, როგორც მანქანების, საათებისა და სამხედრო ტექნიკის დიზაინერს, ახალ პროექტზე მუშაობს. მალე მისი ნამუშევრების კოლექციას პირველი თვითმფრინავი შეემატება - ის ბავშვობის ოცნებას აიხდენს და საკუთარი ხელით შექმნის თვითმფრინავს.

ავიაკონსტრუქტორობაზე პატარაობაში ოცნებობდა, თუმცა მოგვიანებით სამრეწველო დიზაინერის რანგში არაერთ სფეროში მოსინჯა ძალები და წარმატებულადაც. მისი ბიოგრაფიის კაშკაშა სახელები საქართველოში კარგად ახსოვთ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გვესმოდა: "ქართველი, რომელმაც ბუგატის დიზაინი შექმნა", "ციკოლიას საათებს შვეიცარია უშვებს" და ა.შ. 2010 წელს კი საქართველოს შეაიარაღებულ ძალებს მისი დიზაინით შექმნილი ჯავშანმანქანა "დიდგორი" შეემატა, რომელიც დღეს წარმატებით გადის ექსპორტზეც.

სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები, მანქანები - როგორც ზვიადი ამბობს, ყოველთვის იყო მისთვის ინტერესის სფერო და ინსპირაციის წყარო. მისი საათების კოლექციაც ამ თემების ინსპირაციით შეიქმნა. თუმცა ახლა დროის უმეტეს ნაწილს ორხევში მდებარე ძველ სამრეწველო საწყობში ატარებს, სადაც თანამოაზრეებთან ერთად პირველ თვითმფრინავზე მუშაობს.

თვითმფრინავის შექმნის იდეა დიდი ხანია აქვს, თუმცა მისი განხორციელება რეალური მხოლოდ საჭირო ფინანსური რესურსის გამონახვის შემდეგ გახდა. დიზაინი თავად შექმნა, როგორც ყოველთვის დახვეწილი და მიმზიდველი. შემდეგ ეტაპზე ინჟინრებთან და კონსტრუქტორებთან ერთად ფრენითი მახასიათებლების გამოთვლა, წონების გადანაწილება და კონსტრუქციული ელემენტების დაანგარიშება მოხდა. მასალები, რომლითაც თვითმფრინავი უნდა დამზადდეს, უცხოეთიდან ჩამოაქვთ. მინა ქსოვილი, ეპოქსიდური ფისები, წებო, ნახშირბადოვანი და ბოჭკოვანი მასალები - ყველაფერი ეს მსოფლიოში მაღალ ტექნოლოგიური პროდუქციის შესაქმნელად გამოიყენება ავიაციაში, კოსმონავტიკაში და ა.შ.

v class="_2cuy _3dgx _2vxa" style="white-space: pre-wrap; direction: ltr; box-sizing: border-box; margin: 0px auto 28px; width: 700px; word-wrap: break-word; font-family: Georgia, serif; color: rgb(29, 33, 41); font-size: 17px;">

ზვიადის თვითმფრინავი ერთადგილიანი იქნება, მსუბუქი და ადვილად სამართავი, დაახლოებით 150-160 კმ სთ-ში სიჩქარეს განავითარებს. როგორც დიზაინერი ამბობს, სახელი მისთვის უკვე დიდი ხანია შერჩეული აქვს.

"როცა ჩემი ძმისშვილი ელიზაბეტა დაიბადა, ის პირველი გოგონა იყო ჩვენს ოჯახში, ამიტომ მაშინვე გადავწყვიტე, რომ ამ თვითმფრინავს "ლიზას" დავარქმევდი. "ლიზა" იქნება ფერადი, პირველი ალბათ ლაჟვარდისფერი, თიბისი ბაკის კორპორატიული ფერის. ალბათ წლის ბოლომდე შევძლებთ მის დასრულებას, საცდელ ფრენებს პროფესიონალი პილოტები განახორციელებენ, უკვე გამოთქვეს ამის სურვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამასობაში მეც ავიღებ მფრინავის ლიცენზიას და შევძლებ ფრენას."

რა გამოყენება ექნება დაახლოებით 5 მეტრის სიგრძის ერთადგილიან თვითმფრინავს, ამაზე ზვიად ციკოლიას ბევრი პასუხი აქვს. ისეთი რელიეფის მქონე ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მისი გამოყენება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვით და საზღვრის დაცვის სფეროებში. ვინაიდან ის პატარა და კომპაქტურია, მცირე ზომის მინდორზეც შეძლებს აფრენა-დაჯდომას.

"შეერთებულ შტატებში ძალიან ფართოდ არის განვითარებული ამგვარი მცირე ზომის ავიაცია. ყველა სოფელში არის ერთი ან ორი აეროდრომი და ფერმერები აქტიურად გამოიყენებენ მცირე ზომის თვითმფრინავებს. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა არის, ის რომ პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა შევძლოთ. მთავარი ხიბლი ამ ყველაფრის უნდა იყოს ის რომ შედარებით იაფად მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია შევქმნათ."

სამომავლო გეგმებთან ერთად გვიმხელს გულისტკივილს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა არ ხდება. ზვიადი ამბობს, რომ უამრავმა ნიჭიერმა პროფესიონალმა არსებული ბარიერების გამო საქმეს თავი მიანება, მაშინ როცა არსებობს პოტენციალი განვითარდეს დარგი, დაგროვდეს მეტი ცოდნა და ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რაც ეკონომიკას დიდი სარგებელს მოუტანს.

ჯერ ზუსტი ღირებულება არ იცის, თუმცა ამბობს, რომ "ლიზა" "კარგი მანქანის" ფასი ეღირება, ისე რომ დაინტერესებულ პირებს მისი შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

"პირველი გაფრენა ბევრჯერ მაქვს წარმოდგენილი, საკმაოდ ლამაზად და პომპეზურად, რა თქმა უნდა, საქართველოში. ამ პროექტში ბევრი ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალია ჩემთან ერთად ჩართული და ეს არ არის პროექტი პროექტისთვის. ჩვენ ჭკუამხიარული პატრიოტები ვართ და გვინდა, რომ ქართული პროდუქტი შევქმნათ, რომლითაც არა მარტო ჩვენ, მისი შემქნელები ვიამაყებთ.