მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
გააზიარეთ წარმატება, წარმატება გადამდებია!
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

ბიზნესდაჯილდოება

თიბისი ბანკის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი მალე ფინალისტებს გამოავლენს

თუ ამ სტატიას კითხულობთ, ესე იგი, გაქვთ "ფეისბუქის" გვერდი და თუ გაქვთ, ესე იგი, ბოლო ორი თვის განმავლობაში აუცილებლად ნახავდით ფოტოებს თქვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისა, რომლებიც გეუბნებიან #გააზიარეწარმატება. მეწარმეებმა, ექსპორტიორებმა, ფერმერებმა, დიზაინერებმა, რესტორატორებმა და კიდევ უამრავმა ადამიანმა, ვინც ფიქრობს, რომ ბიზნესში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მხარი აუბა თიბისი ბანკის ახალ წამოწყებას და "ბიზნესდაჯილდოება 2016-ის" მონაწილე გახდა. ახლა მათი ისტორიების გაგება ყველას შეუძლია, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა დაიჯეროს ბიზნესის კეთების პერსპექტივა, პოტენციალი და რაც მთავარია, მიიღოს ინსპირაცია, რომ თავად გახდეს ახალი, საინტერესო საქმის წამომწყები საქართველოში.

"თუ ჩვენი წარმატების ისტორია თუნდაც ერთ გუნდს გამბედაობას შემატებს ემსახუროს იმ იდეას, რომლისაც სჯერა, არ შეუშინდეს სირთულეებს და დაიწყოს თავისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება, ძალიან ბედნიერები ვიქნებით", - ამბობს ნათია ნინიკელაშვილი, ინტერნეტმაღაზია www.soplidan.ge-ს დამფუძნებელი, რომელიც მონაწილეობს ნომინაციებში "წლის ინოვაციური ბიზნესი" და "წლის აგრო ბიზნესი".

საკუთარი ისტორიის სხვებისთვის გაზიარება სულ 523-მა კომპანიამ გადაწყვიტა. თიბისი ბანკში და ჯეოსელში ფიქრობენ, რომ ბიზნესების მხრიდან გამოჩენილმა ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაჯილდოება პირველად ტარდება, ასეთი მაღალი აქტივობა, ორგანიზატორებს არწმუნებთ, რომ იდეამ გაამართლა და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მომავლ წელსაც.

"მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თვენახევარი იყო რეგისტრაციისთვის, საკმაოდ იაქტიურეს კომპანიებმა, რაც ძალიან გვახარებს. წარმოდგენილი ნომინაციები ჩვენ შევარჩიეთ ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგების მიხედვით - ტურიზმი, აგრო, ინოვაციები. განაცხადები კი თითქმის თანაბრად გადანაწილდა ყველგან, გამონაკლისი არის ნომინაცია "მცირე ბიზნესი", სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ნომინანტი დარეგისტრირდა," - ამბობს ნათია ვაჭარაძე, თიბისი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი.

ჯეოსელმა გადაწყვიტა, რომ თავად დააჯილდოვოს ნომინაციაში "წლის ინოვაციური პროდუქტი" გამარჯვებული, ამიტომ ამ ნომინაციაში დარეგისტრირებული კომპანიების ისტორიებს განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობიან.

"ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი იწყება ნოლიდან. დიდი ძალისხმევა, მუშაობა და მოტივაციაა საჭირო იმისათვის, რომ გაიზარდო და შენი შრომის ნაყოფი მიიღო. რაღაც მომენტში, როცა პირველი შედეგები მიღწეულია, ჩნდება ამის აღნიშვნის მოთხოვნილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წარმატების მნიშვნელობა სხვებსაც გაუზიარო. განსაკუთრებით გამახარა მონაწილეთა რაოდენობამ ნომინაციაში "წლის ინოვაციური ბიზნესი" . როგორც ჩანს ბევრს უნდა ამ ტიტულის მოპოვება. ჩვენ ყველა კომპანიას ვუსურვებთ წარმატებას," - აცხადებს ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი.

ნომინანტთა რეგისტრაციის პროცესი 20 ივნისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდა. ამავე პერიოდში, მონაწილე კომპანიებთან ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორები მიდიოდნენ და სამახსოვრო ფოტოს იღებდნენ, რომელიც შემდეგ ჰეშთეგით #გააზიარეწარმატება სოციალურ ქსელში იტვირთებოდა წარმატების ისტორიებთან ერთად. ბევრი დამწყები ბიზნესისთვის ეს პლატფორმა არა მარტო მარკეტინგული თვალსაზრისით, არამედ საქმიანი კონტაქტების დასამყარებლადაც გამოსადეგი აღმოჩნდა.

ყვავილების მაღაზია Amelie-მ, რომელიც მარათონში "წლის მცირე ბიზნესის" ტიტულის მოსაპოვებლად ჩაერთო, უკვე იპოვა ახალი პარტნიორები ბიზნესდაჯილდოების სოციალური პლატფორმის მეშვეობით.

"ბიზნესდაჯილდოებამ ჩვენ უკვე მოგვცა ბევრი საინტერესო რამ. მაგალითად, გავიცნით კომპანიები, რომლებთანაც დღეს უკვე თანამშრომლობა დავიწყეთ. რომ არა ბიზნესდაჯილდოება, ჩვენ ვერც ვერასოდეს გავიგებდით ზოგიერთი მათგანი არსებობის შესახებ, ან გავიგებდით ძალიან დიდი ხნის შემდეგ. თუნდაც იმ ფოტოებმა, პოსტებმა და წარმატების ისტორიებმა, რომელიც "ფეისბუქში" ვრცელდებოდა, განაპირობა ჩვენი დაინტერესება მათ მიმართ," - ამბობს დავით კუპატაძე, Amelie-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი .

"გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ. მიგვაჩნია, რომ იმდენად პატრიოტულ და საინტერესო საქმეს ვაკეთებთ გვინდოდა გაგვეზიარებინა ჩვენი შემოქმედება, ჩვენი ცოდნა ბიზნესის კეთების შესახებ," - ფიქრობს ნატო ერისთავი White Studio-ს დამფუძნებელი, სადაც ორიგინალურ კერამიკულ ნივთებს ამზადებენ.

ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, მასში მონაწილეობა, ანუ სხვებისთვის საკუთარი წარმატების გაზიარება, არის მნიშვნელოვანი. თუმცა, პროექტს ეყოლება გამარჯვებულებიც, თოთოუელ ნომინაციაში გამარჯვებულს კომისია გამოავლენს, რომელიც ბიზნესის და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ექსპერტებისგან შედგება. ნომინაციაში "ხალხის რჩეული" გამარჯვებული სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საჯარო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება. ყველა გამარჯვებული ცნობილი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას სპეციალურად ამ დაჯილდოებისთვის შექმნილ სიმბოლურ პრიზს მიიღებს.