მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
ახალი სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევა“ პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ რებრენდინგი დასრულებულია და ის „თიბისი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას.

არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება - ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში. ახალ მომხმარებლებს „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენა უკვე შეუძლიათ კომპანიის ოფისებში, ხოლო 2017 წლის 3 იანვრიდან ისინი თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

„თიბისი დაზღვევის“ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა  კომფორტული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის“ კონურენტული უპირატესობა. 

ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა.

„კოპენბური“ თიბისი ბანკმა 2016 წლის ოქტომბერში, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა. „თიბისი დაზღვევაში“ 8 მლნ ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი და თანხის დიდი ნაწილი მომსახურების დიჯიტალიზაციას და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მოხმარდება.