მთავარი გალერეა ბათუმი მატარებელი ბლოგი გააზიარე
2016 წლის მიმოხილვა
EXTRაქტი
16 Dec, 2018
გააზიარე

ახალი წელი დგება და ყველა განვლილ წელს აჯამებს -  რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი  ჩვენს ცხოვრებაში, ქვეყანაში თუ მსოფლიოში. ამბები კი ნამდვილად ბევრი იყო - საინტერესო, მხიარული თუ სევდიანი, პოლიტიკურად ცხელი და ეკონომიკურად  აქტუალური, კულტურული თუ სპორტული - მოკლედ, მოსაწყენად არავის ეცალა მსოფლიოში 2016 წელს.
ჩვენც გადავწვიტეთ გვეკითხა თქვენთვის, რას გამოყოფდით იმ ამბებიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. ჩვენი მეგობარი კომპანია ACT-ის დახმარებით 300-მდე ადამიანი გამოვკითხეთ და საინტერესო შედეგები მივიღეთ.
გასაკვირი არ არის,  რომ მსოფლიო ამბების ტოპ-ათეულში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო  არჩევნები, სირიის ომი და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ლიდერობს.  თუმცა გამოკითხულებს არც ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი დაავიწყდათ და არც აიფონ 7-ს გამოსვლა.
საქართველოში ტოპ-მოვლენების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ლარის კურსი, საპარლამენტო არჩევნები და ვიზალიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ათეულში ისეთი კარგი ამბებიც მოხვდა, როგორიც არის რომის პაპის ვიზიტი საქართველოში, ქართველი სპორსტმენების წარმატება ოლიმპიადაზე და Black Sea Arena -ს გახსნა.  
და ბოლოს, გვინდოდა გაგვეგო 2016 წელს რით დაგამახსოვრათ თავი თიბისიმ. გვიხარია, რომ ის მოვლენები, რაც ჩვენი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. თიბისის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:  ბანკი რესპუბლიკის შეძენა, რაგბის კავშირის პარტნიორობა, პრემიუმ  ლისტინგი, პროექტი ბიზნესდაჯილდოება და  კამპანია #ვინცარუნდაიყო.
BY - TBC BANK | ACT
*ბრენდები და სავაჭრო ნიშნები გამოყენებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნით